20 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ნინო თვალჭრელიძემ ღია ლექცია ჩაატარა.
ლექცია ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის სპეციალობის, მესამე კურსის სტუდენტების საგნის - „პროფესიული ინგლისური მენეჯერებისათვის“- ფარგლებში განხორციელდა.
ჯგუფის ერთობლივი პრეზენტაცია თემაზე - „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატების ისტორია“ - რვა მომხსენებელმა წარმოადგინა.
აღნიშნულ ლექციას კსუ-ს ენების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ხელაია, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი დავით წირქვაძე და დეკანის მოადგილე ირმა მახარაშვილი ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება