21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ინასარიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის კულტურის სახლს ესტუმრნენ.
კსუ-ს წარმომადგენლები კულტურის სახლის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული ინტელექტუალური კლუბის ,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სეზონის პირველ თამაშს დაესწრნენ.
მონაწილე გუნდები სოფელ შილდის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება