თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 დეკემბერს სუპერლიგა B-ს ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისათვის იღბლიანი გამოდგა.
მოწინააღმდეგე გუნდმა პირველივე წუთებზე შეცდომა დაუშვა და ავტოგოლი გაიტანა, რასაც 31-ე , 32-ე და 37-ე წუთებზე კსუ-ს გუნდის წევრების: გოგა ხუროშვილის, დავით ხარაზისა და გიორგი კვანტალიანის გოლები მოყვა.
UNICREDIT.GE-სთან კსუ-ს გუნდის შეხვედრა ანგარიშით 3:4, უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება