17 დეკემბერს, იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა საჯარო ლექცია თემით - ,,პროფესია ადვოკატი“ გამართა.
მომხსენებელმა სტუდენტებს ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციები გააცნო და სამთავრობო, სასამართლო და საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობის ფორმატზე ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტების კითხვები სიახლეებს, საკვალიფიკაციო გამოცდებსა და სავალდებული ერთწლიანი სტაჟირებს შეეხებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება