14 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ, კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა პეტრე მამრაძემ საჯარო ლექცია ,,საქართველო და დასავლეთი“ ჩაატარა.
მომხსენებელმა უახლოესი წარსული ვრცლად მიმოიხილა, შეეხო აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებს, აგვისტოს ომის თემატიკას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობას.
საჯარო ლექციას კსუ-ს რექტორატი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლექციის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას პეტრე მამრაძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მიეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება