კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და „კრეატივ გრუპი“ რუსთავში მცხოვრებ სტუდენტებს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს.
სამოქალაქო ტრანსპორტით მგზავრობისას არსებული სირთულეების თავიდან აცილებისა და დროის დაზოგვის მიზნით, უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს სწავლის პერიოდში რუსთავიდან უნივერსიტეტამდე და პირიქით, კომფორტული მინივენით მგზავრობის საშუალებას აძლევს.
უნივერსიტეტსა და მომსახურე კონპანიას შორის არსებული ფინანსური სუბსიდირების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სტუდენტი მხოლოდ 1.50 ლარს გადაიხდის. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი სტუდენტთა სასწავლო გრაფიკს მაქსიმალურად მოერგება.
იმისათვის, რომ სტუდენტმა აღნიშნული მინივენით მგზავრობა შეღავათიან ფასად შეძლოს, აუცილებელია სპეციალურად დამზადებული სამგზავრო ბარათების აღება და მოხმარების წესების გაცნობა.
საინფორმაციო შეხვედრა 16 დეკემბერს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი №305) გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება