9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საჩხერის, გორისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა მხიარულთა და საზრიანთა გუნდების 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპი 15 და 16 ნოემბერს გაიმართა, სადაც წარმოდგენილი 10 გუნდიდან ფინალში 4 გადავიდა.
კონკურსის ბედი კითხვა-პასუხის ტურმა გადაწყვიტა და ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გუნდი - ,,რაში“ დასახელდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა Old Boys კი მეორე ადგილი დაიკავა.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩემპიონატი საქართველოს რეგიონული ლიგის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება