10 დეკემბერს სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა ახალგაზრდა სტუდენტური ოჯახებისა და მომავალი თაობის სრულფასოვნად გაზრდის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 6-18 თვემდე შვილები მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. აღსანიშნავია, რომ დერმატოლოგიური გამოკვლევა ბავშვებს კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ექსპერტმა, დერმატოლოგ-ვენეროლოგმა, პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა ჩაუტარა.
აქციაში მონაწილე ბავშვებს ასაკის შესაბამისი საკვები დანამატები და კანის მოვლის საშუალებები გადაეცათ.
უფასო გამოკვლევები პროექტის - ,,ხელს ვუწყობთ საქართველოს ჯანსაღ მომავალს”- ფარგლებში კლინიკა "ბაზის" ტერიტორიაზე გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება