,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ პროექტში - ,,ნიღაბი 2016“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ღვინის თეატრი“ შტეფან ცვაიგის ნოველის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „უცნობი ქალის წერილები“ წარსდგა.
სპექტაკლში რამდენიმე მსახიობის დებიუტი შედგა, ხოლო თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, რეჟისორი და კსუ-ს ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია, ფესტივალის საპატიო წევრად დასახელდა.
,,ნიღაბი 2016“ უკვე მეხუთე წელია ტარდება, კსუ-ს თეატრალური დასი თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. ფესტივალის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი 2 დეკემბერს გაიხსნა და 10 დეკემბერს საზეიმო დახურვით დასრულდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება