კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონატზე, რომელსაც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს, წარმატებით ასპარეზობს.
ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტს შეხვდა და გამარჯვება 29 ქულიანი უპირატესობით (77:48) მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს ყველაზე მეტი ქულა (23 ქულა) ალექსანდრე ბაქრაძემ მოუტანა.
მორიგი საკალათბურთო მატჩი 16 დეკემბერს, 13:00 საათზე, კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართება, სადაც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
მოსალოდნელ მატჩზე მოთამაშეები სტუდენეტებს გულშემატკივრობისკენ მოუწოდებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება