2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაში კსუ-ს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 96:55 დამთავრდა.
კსუ-ს გუნდს ქულები გაბისიანმა, ქარცივაძემ, ბაქრაძემ და შველიძემ მოუტანეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიის საფეხბურთო გუნდმა საკუთარ მოედანზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და თამაში სტუმრის უპირატესობით, ანგარიშით 4:0 დამთავრდა.
კსუ-ს კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან 5 დეკემბერს, 11:30 საათზე, კალათბურთის აკადემიის დარბაზში გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება