24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა მორიგი მატჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართა.
„თასი ფუტსალში 2016“-ის ფარგლებში გამართულ V ტურის თამაშს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
თამაშის ორივე ტაიმი კსუ-ს უპირატესობით წარიმართა და გუნდმა ოთხი ქულის მოპოვებაც შეძლო.
პირველი გოლი თავდამსხმელ გიორგი ცერცვაძეს ეკუთვნის. მოწინააღმდეგის კარში მესამე ნომერმა, დავით ხარაზმა 2, ხოლო გარი წერეთელმა 1 გოლის გატანა შეძლეს.
აღნიშნული თამაშის შედეგების მიხედვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მერვედფინალურ თამაშზე კსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთს 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში დაუპირისპირდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება