29 ნოემბერს კსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პროექტ - ,,სტუდენტური ცხოვრება 2016-2017-ის” ფარგლებში, ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა.
ნახევარფინალურ ტურზე კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 22 გუნდი მონაწილეობდა.
წამყვანმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დემეტრე ლომაძემ სტუდენტებს თამაშის წესები გააცნო;
დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობისა და სტუდენტების დიდი ინტერესის გამო, შეჯიბრი პირველ ეტაპზე ათ, ხოლო მეორე ეტაპზე თორმეტ მონაწილე გუნდს შორის ჩატარდა.
ინტელექტუალური კონკურსის ფინალური ტური 1 ნოემბერსაა ჩანიშნული, სადაც ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები - ,,ილუმინატები”, ,,დიქტატორი”, ,,ელარჯი”, ,,ჯინსების თაობა”, ,,კაჟადა”, ,,მედიცინის მოაზროვნეები”, ,,პანაცეა”, ,,ოლიმპოს ღმერთები”, ,,ბაბილონი”, ,,კრეატიული ბუშტები”, ,,დებთიმი” და ,,ლებენ სბორნი” ითამაშებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება