კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს - „ქართული ღვინის გზა“. კონკურსი გათვლილია ყველა საჯარო და კერძო სკოლის საშუალო საფეხურის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს ნაშრომების მომზადებას თავიანთ რეგიონებში არსებული ვაზის ჯიშების, ღვინის სახეობებისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი - რეგისტრაცია და საკონკურსო მასალების გადმოგზავნა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით; (აუცილებელი მოთხოვნაა შესაბამის თემატიკაზე ტექსტის მოწოდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე qartuligvinisgza@ciu.edu.ge .
შენიშვნა: საჭიროებისამებრ კონკურსანტს შეუძლია ფოტო და ვიდეომასალის დამატება.
II ეტაპი - შერჩეული ნამუშევრების კომისიის წინაშე წარდგენა, გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის საუკეთესო მონაწილეები დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება