10 ნოემბერს, „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016“ -ის ფარგლებში, ბოულინგის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა.
ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც იბრძოდა და ექვსკაციანი შემადგენლობით პირველი ადგილის დაკავება შეძლო.
ჩემპიონატზე სამი საპრიზო ადგილი ასე გადანაწილდა:
I ადგილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კსუ 1;
II ადგილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სტუ 2;
III ადგილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სტუ 1.
გამარჯვებულებს ორგანიზატორებისგან ფულადი პრიზი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია აქტიურად არის ჩართული „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის“ ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება