3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ტურნირის ფარგლებში, მორიგი მატჩი გამართა.
ახალ უნივერსიტეტთან თამაშის ორივე ტაიმი კსუ-ს უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვება ანგარიშით 10:4 მოიპოვა.
კსუ-ს გუნდიდან გოლის ავტორები არიან: გ. დანელია, ლ. ბეჭვაია, გ. ცერცვაძე, ი. ჯანხოთელი, ბ. ყარსიმაშვილი და დ. ხარაზი.
ახალი უნივერსიტეტის ფეხბურთელებიდან საკუთარ გუნდს ქულა ვ. ქსოვრელიშვილმა, მ. ლაითაძემ და გ. ქარჩავამ მოუტანეს.
შემდეგი შეხვედრა 10 ნოემბერს, 19 საათზე არენა 1-ში გაიმართება, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება