კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე სეზონის დებიუტანტი გუნდია.
23 ოქტომბერს თამაში სუპერლიგა B-სა და A-ს გუნდებმა გამართეს.
სუპერლიგა B-ს მოთამაშე კსუ-ს გუნდი პირველ შეხვედრაში vivus.ge-ს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიში მეტოქე გუნდის მოთამაშე გიგი მამალაძემ გახსნა, თუმცა საპასუხო გოლი კსუ-ს ფეხბურთელმა გიორგი კვანტალიანმა მალევე გაიტანა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დამთავრდა.
შეხვედრის მეორე ნაწილში თითო ქულა საკუთარ გუნდებს ზურაბ ძაგანიამ და ნიკა ბუგიაშვილმა შემატეს. საბოლოოდ, თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა.
თამაშზე უნივერსიტეტის (კსუ) გულშემატკივართა რიგებში ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იყვნენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, სუპერლიგა B-ს წრიული ეტაპის ორი ტურის შეხვედრებს ზესტაფონის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
მორიგ მატჩს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი Funday entertainmet-ის გუნდთან გამართავს.
ჩემპიონატში, რომელიც ტრადიციულად, ექვსი სხვადასხვა ლიგის ფორმატში იმართება, 60-მდე გუნდი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“, ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება