განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
მიმართულება - სამართალი
სპეციალობა - კერძო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა - სისხლის სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა - საჯარო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება - სოციალური მეცნიერებები
სპეციალობა - საერთაშორისო ურთიერთობები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სპეციალობა - პოლიტიკის მეცნიერებები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 5 ვაკანსია
მიმართულება - ჯანდაცვა
სპეციალობა - მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა - სტომატოლოგია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2016 წლის 4 აგვისტოდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2016 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად:
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა;
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით;
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით საჭიროა:
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება / იმიტირებული ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინონ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციას გადაარჩევს საკონკურსო კომისია.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2016 წლის 9 სექტემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2016 წლის 10 სექტემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 10 სექტემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 712
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება