უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგ კურსს „მწვანე ტურიზმი“.
სამიზნე ჯგუფი: კურსი გათვალისწინებულია ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის: ტუროპერატორებისათვის, კერძო და სახელმწიფო სექტორში, ადგილობრივ მთავრობაში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში დასაქმებულთათვის.
კურსის მიზანია: წვანე ტურიზმის პოპულარიზაცია და სოფლის ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების სტიმულირება.
თემები: კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
1. მწვანე ტურიზმი, როგორც ტრადიციული ტურიზმის ალტერნატივა და აგროტურიზმი;
2. მწვანე ტურიზმისა და აგროტურიზმის ეკონომიკური წარმატებები და მისი სოციალური ეფექტები;
3. მდგრადი ტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები;
4. აგროტურიზმის მარკეტინგი.
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე
კურსის მიმდინარეობა: 11.03.- 13.03.2016
ხელმძღვანელი: თამარ ჩახნაშვილი
კურსი უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება