სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" – დასრულდა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
" /> სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" – დასრულდა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა. " /> სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" – დასრულდა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში 14-19 დეკემბერს სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" – ჩაატარა.
კურსი გათვალისწინებული იყო მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. ტრენინგ-პროგრამის მსმენელები დეტალურად გაეცნენ ღვინის ტიპებს, არომატებსა და მისი აღქმის ზღვრებს: რა არის ღვინო და ღვინის ტიპები; ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები; ღვინის ზადი; ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის სერვისი; ღვინის ტურიზმი; ღვინის მარკეტინგი.
პროგრამა 6 დღეზე იყო გადანაწილებული, ტრენინგების პირველი ნაწილი კსუ-ს კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ ჩაატარა. დასკვნითი ნაწილი კი - კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა კახაბერ ჯაყელმა.
ტრენინგ-პროგრამაზე დარეგისტრირებულთა უმრავლესობას მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა, თუმცა კურსს ახალგაზრდა, თემით დაინტერესებული მსმენელებიც ჰყავდა.
ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ბიოდინამიური და ნატურალური ღვინოები – თეორიული ნაწილის პარალელურად ტრენინგ-კურსი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დეგუსტაციის ნაწილსაც მოიცავდა, რაც მსმენელებში დამატებითი უნარებისა და ჩვევების დახვეწა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა უშუალოდ ღვინის ტიპების, მისი შემადგენლობისა და დამზადებისა, ტრენერმა ქეთევან ჯურხაძემ ვრცლად მიმოიხილა ღვინის ტურიზმის საკითხები: როგორ და რა პრინციპით უნდა დაიგეგმოს ღვინის ტური, რა სერვისები უნდა შევთავაზოთ ტურისტს.
ტრენინგ-პროგრამაზე კახაბერ ჯაყელმა მსმენელებთან ღვინის სამომხმარებლო კულტურასა და მის მარკეტინგზე ისაუბრა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება