კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოსთან ერთად, საგანმანათლებლო პროექტს _ „ბუნება მბრძანებელია“ _ ატარებს. 7 ივნისს პროექტში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება №1-მა საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი ფინალურ თამაშში სხვა სკოლებს დაუპირისპირდება. პროექტის თითოეულ მონაწილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინტელექტუალური თამაშის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობაა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება