14 ნოემბერს 17:00 საათზე, კსუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში გაიმართება ტრენინგი: “საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმები და გამოყენება“.
შეგახსენებთ რომ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეიძინა ახალი საერთაშორისო მონაცემთა ბაზები HeinOnline Legal Classics - 380-ზე მეტი სრული ტექსტური გამოცემები, 470 ინდექსირებული პუბლიკაციები.
Legal Classics გთავაზობთ ინფორმაციას სამართლისა და სამართლებრივი საკითხების, მათ შორის სისხლის სამართლის, ეთიკის, ფედერალური სამართლის, საერთაშორისო სამართლის, შრომისა და ადამიანური რესურსების კანონის, სამედიცინო სამართლის, ორგანიზებული დანაშაულისა და გარემოს შესახებ.
ტრენინგს გაუძღვებიან შპს Innovative Systems Management წარმომადგენლები: ნანა ხუსკივაძე და მაია მეტრეველი. ტრენინგი განკუთვნილია სამართლის ფაკულტეტის პროფესორ - მასწავლებლებისთვისა და სტუდენტებისთვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა ერთი საათი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება