13 ივნისს, 12:00 საათზე, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, კსუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით და შპს Innovative Systems Management-ის ხელშეწყობით გაიმართება მორიგი ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ძებნის თანამედროვე მექანიზმები და გამოყენება“.
ტრენინგის მიზანია ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.
მომხსენებელი მსმენელს ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო სამეცნიერო და საბიბლიოთეკო ბაზებში მოცემული რესურსებისა და სერვისების გამოყენების, საჭირო ლიტერატურისმოძიების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 7 ივნისამდე
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/
გაიცემა სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის
ტელ:(995 32) 261 12 98 (შიდა 102)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება