11 მაისი, 2022 - 10 ივნისი, 2022
სასერტიფიკატო ტრენინგკურსი: „ადამიანური რესურსების მართვა“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგკურსს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, რომლის მიზანია მსმენელს გააცნოს HR როლი და გამოწვევები თანამედროვე ბიზნესში, HR სტრატეგიები, HR ანალიტიკა, HR პროცესების გაციფრულება და არა მხოლოდ.
კურსი განკუთვნილია:
- დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
- მოქმედი HR მენეჯერებისთვის;
- სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის;
- მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისთვის;
- HR სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენერი: ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20 წლამდე გამოცდილებით, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business-ის დამფუძნებელი დირექტორი.
ტრენინგკურსის შინაარსი:
- HR როლი და გამოწვევები თანამედროვე ბიზნესში
- ორგანიზაციული კულტურა და შიდა კომუნიკაცია
- HR სტრატეგიები, SWOT ანალიზი
- HR ანალიტიკა - მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები
- თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის სტრატეგიები, ონბორდინგი და ადაპტაცია
- თანამშრომელთა შეფასების სისტემები - KPI, MBO, Competency Based, 360
- ტრენინგი და განვითარება
- მატერიალური და არამატერიალური სამოტივაციო სისტემები, ხელფასი, ბონუსების ტიპები, ბენეფიტები, სახელფასო კვლევების საჭიროება და მნიშვნელობა
- HR პროცესების გაციფრულება
- ხშირად დაშვებული შეცდომები
კურსის დეტალები:
- ხანგრძლივობა: 10 ლექცია (20 სთ)
(11, 13, 18, 20, 25, 27 მაისი; 1, 3, 8, 10 ივნისი)
- ლექციების ინტენსივობა: კვირაში 2-ჯერ (19:00-21:00 სთ)
- ჯგუფში მსმენელის რაოდენობა: 8-10 მსმენელი
- კურსის ღირებულება: 590 ლარი
- ფორმატი: პირისპირი/დასწრებული.
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
- CIU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის - 10%
- კურსზე ოჯახის წევრების ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10 %
- CIU-ს ტრენინგკურსების კურსდამთავრებულთათვის ყოველ მომდევნო ტრენინგზე - 15%
- ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილისთვის - 15%.
(ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის/კომპანიის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში).
გაიცემა ტრენინგკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/92nHQwEdaGM42kidA
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 6 მაისი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge
ტრენინგცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.