ქეთი გორგილაძის შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან
9 ოქტომბერი, 18:00 სთ. კსუ-ს II კორპუსი, საკონფერენციო ოთახი
ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ქეთი გორგილაძის შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
სტუდენტებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანურ მარნებსა თუ უნივერსიტეტებს შორის მოქმედი პროექტები/პროგრამები, რომლებშიც მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ;
- ფედერიკო ოლდენბურგის (ესპანეთის ნაციონალური პრემიის ლაურეატი ღვინისა და გასტრონომიის მიმართულებით, ღვინის საუკეთესო სახელმძღვანელოებად აღიარებული წიგნების ავტორი) ვიზიტი, რომელიც იგეგმება 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მადონა მუჩიაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი კენჭიაშვილი ისაუბრებენ ერთთვიან გამოცდილებაზე, რაც ესპანურ მარნებში პრაქტიკის გავლის დროს დააგროვეს; აღსანიშნავია, რომ ისინი იყვნენ პირველი სტუდენტები, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ესპანეთში რთველის დროს, ესპანურ მარნებში გაიარეს პრაქტიკა ბიო მევენახეობის მიმართულებით.