8 ივნისს, 17:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე - „ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფარგლები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს - მისი შესაბამისობა ევროსაბჭოს და გაეროს სტანდარტებთან“;
სპიკერი: თამარ ავალიანი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი.
ძირითადი მოხსენების შემდეგ, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
♦ ლექცია გაიმართება აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით;
♦ Zoom-ის მონაცემები დაიდება ლექციის დაწყებამდე;
♦ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: shorturl.at/clpzJ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება