5 ნოემბერს, 17:00-დან 19:00 სთ-მდე, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, (აუდიტორია - 305), მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან, დოქტორი ბანკიმ ჯანი DMRE (რადიოლოგია) საჯარო ლექციას- „ სუპერ რიდინგი- ჭკვიანური და მეცნიერული ხერხი შენი აკადემიური და დიაგნოსტიკური უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად “ ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ დოქტორ ბანკიმ ჯანს სწავლების 21 წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში, ინოვაციურ სამედიცინო მულტიმედია პროდუქტებზე მუშაობს.
ლექციაზე განხილული იქნება სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მასალის მარტივად და სიღრმისეულად ათვისება.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ასევე სახელმწიფო სამედიცინო გამოცდის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყანაში და მისი ჩაბარების მეთოდები, ასევე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამედიცინო განათლებასა და დიაგნოსტიკაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება