1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (N 305) აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დერმატოლოგიის დარგში მსოფლიოში აღიარებული მკვლევარის, პროფესორ თომას რუზიჩკას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.
პროფესორი თომას რუზიჩკა აქტიურად არის ჩართული აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში. თომას რუზიჩკა აქტიურად მონაწილეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობებში და მხარს უჭერს საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის მონაწილეობას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფასებს თომას რუზიჩკას ღვაწლს აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში, ასევე უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის ერთობლივი სურვილით, იღებს გადაწყვეტილებას პროფესორ თომას რუზიჩკას მიენიჭოს საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება.
თომას რუზიჩკას საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისარებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://www.leopoldina.org/fileadmin/redaktion/Mitglieder/CV_Ruzicka_Thomas-D.pdf
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება