კომპანია გეფა-ს დასაქმების ფორუმი
კომპანია გეფა-ს დასაქმების ფორუმი
კომპანია გეფა გიწვევთ დასაქმების ფორუმში, რომელიც ჩატარდება 30 სექტემბერს, 13:00 სთ. 305 აუდიტორიაში.
- სტუდენტებს გექნებათ საშუალება ახლოდან გაიცნოთ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (რომელშიც აერთიანებს ჰოსპიტლებს, პოლიკლინიკებს, სააფთიაქო ქსელებს, სადაზღვევო კომპანიას და ლაბორატორიას) და მასში მიმდინარე პროცესები;
- მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას კომპანია „გეფას“ საქმიანობის სპეციფიკაზე, მიმდინარე ვაკანსიებზე და სტაჟირების პროგრამებზე;
- მიიღებთ პასუხს კითხვებზე: შეძლებთ თუ არა სწავლას და მუშაობას ერთად? გექნებათ თუ არა ხელშეწყობა დამსაქმებლის მხრიდან?
ასევე, კომპანია მიულოცავს სწავლის დაწყებას ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს და გადასცემს სამახსოვრო საჩუქრებს.