1 დეკემბერს, 13:00 საათზე ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას გაუძღვება ქეთევან გორგილაძე, ცენტრ "იბერიას" დამფუძნებელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ესპანეთში.
შეხვედრაზე სასაუბრო ძირითადი საკითხებია:
· გაცვლითი პროგრამები და სხვადსხვა სასწავლო/საწარმო პრაქტიკები ესპანეთის მიმართულებით;
· ესპანური ენის კურსები, რომელსაც ცენტრის ქართველი და ესპანელი პედაგოგები უძღვებიან;
· სპეციალური შეთავაზებები კურსის მსმენელებისთვის.
დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/LVfJrpPykVwDYAgg8
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება