24 აგვისტოს, 14 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 304-ე აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტების: ალიკა გუჩუასა და თორნიკე ზედელაშვილის დისერტაციების წინასწარი დაცვა.
ხელმძღვანელი - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: ვახტანგ მაისაია
ალიკა გუჩუას სადოქტორო ნაშრომის თემაა:
სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღება და მისი განმსაზღვრელი პოლიტიკა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გეოსტრატეგიის კონტექსტში: ნატო და მასობრივი განადგურების იარაღი.
ექსპერტები არიან:
ედიშერ გვენეტაძე - ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ვაჟა გურგენიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
თორნიკე ზედელაშვილის სადოქტორო ნაშრომის თემაა:
კიბერ-ომი როგორც ეროვნული უსაფრთხოების ახალი საფრთხე და პოლიტიკური კონფლიქტის ახალი განსაზღვრება.
ექსპერტები არიან:
დავით კუხალაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვაჟა შუბითიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება