26-30 ნოემბერსს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი „ეკონომიკა ბიზნესისთვის“ (Economics for Business), ოთახი 509.
ტრენინგს გაუძღვება საბინა იურკაიტიენე - კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიტვა) ფინანსებისა და ბუღალტერიის პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგ კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე: https://goo.gl/yop9HP
ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - მაქსიმუმ 20 მონაწილე.
ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
ტრენინგი ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება