კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, 15 ნოემბერს 15:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში - (305) ლიტერატურულ საღამო ,,ცოტა რამ ლიტერატურაზე" გაიმართება.
ღონისზიებას ეყოლება სამი მოდერატორი, (მარიამ თოდუა, მარიტა შეშელიძე, ბაკურ ხუბულავა) რომლებიც ისაუბრებენ სამ სხვადასხვა ავტორზე და მათ შემოქმედებაზე. (ოსკარ შმიტი, ჯერომ სელენჯერი, ერიხ მარია რემარკი) ავტორების მიმოხილვის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება, ხოლო დასასრულს სახალისო ვიქტორინა ჩატარდება.
ვიქტორინის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნებით.
დასწრება თავისუფალია!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება