კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი - ზაზა ცოტნიაშვილი 10-17 თებერვალს სამხრეთ აფრიკულ უნივერსიტეტთან - (ვენდას უნივერსიტეტი) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში, მოწვეული მეცნიერის რანგში, საჯარო ლექციებსა და ვორქშოფებს ჩაატარებს.
,,საინფორმაციო ომი და თავისუფალი მედია“ - ეს ზაზა ცოტნიაშვილის მიერ ჩასატარებელი საჯარო ლექციის თემატიკა გახლავთ, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოწვეული მეცნიერის მასტერკლასს დაესწრონ, რომელიც ბიზნესში წარმატების მიღწევის შესახებ გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, ზაზა ცოტნიაშვილის სპორტული აქტივობაცაა ჩანიშნული. კსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ჩოგბურთის პოპულარიზაციის მიზნით, აფრიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება