გსურთ მიიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში? ამისთვის კი მეტი ინფორმაცია გჭირდებათ “Erasmus–ის“ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე და მონაწილეობისთვის აუცილებელ პროცედურებზე? გსურთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია? მობრძანდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 დეკემბერს, 14:00 საათზე აუდიტორია 304-ში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია - ერასმუსის სტუდენტების გაერთიანება - ESN Tbilisi ISU გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებისათვის.
შეხვედრაზე განხილული იქნება “Erasmus+-ის“ არსებული პროგრამები, მათში მონაწილეობის შესაძლებლობები, ვადები და ინფორმაცია სხვადასხვა ინტერნაციონალური სტუდენტური ღონისძიების შესახებ.
,,იესენი-ს’’ უმთავრესი მიზანია გაცვლითი სტუდენტების წარმომადგენლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, გაცვლით სტუდენტებსა და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება, გარდა ამისა შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება აკადემიურ გაცვლით პროგრამებზე, სტუდენტების მოტივაცია, რათა მათ მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ და მათი გაცვლითი პროგრამისათვის მომზადება მობილობის პერიოდის დაწყებამდე.
ორგანიზაცია ხელს უწყობს განსხვავებული კულტურისა და ეროვნების წარმომადგენელი სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობას იმ უამრავი სოციალური თუ კულტურული პროექტით, რომელთაც სექციები ახორციელებენ ადგილობრივ დონეზე.
შეხვედრა ორგანიზებულია კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98, (109) ოთახი 513.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება