კსუ-ს ინტელექტკლუბის ორგანიზებით, 22 ნოემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, (აუდიტორია - 101) უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის ინტელექტუალური შეჯიბრი - “რა? სად? როდის?” გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, თამაშში კითხვები საქართველოს შესახებ დაისმება, რაც შეეხება ფორმატს, სტუდენტებმა პასუხი უნდა გასცენ ფოტო თუ დახურული კითხვებს. ინტელექტუალურ შეჯიბრში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 4 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებს (კსუ-ს ნებისმიერი ეროვნების სტუდენტი). აუცილებელი პირობაა, რომ თითოეულ ჯგუფს ჰქონდეს სახელი და ჰყავდეს კაპიტანი. კითხვაზე პასუხის მოსაფიქრებლად გუნდებს ეძლევათ მხოლოდ ერთი წუთი. ყველაზე მეტი ქულის მქონე გუნდი გახდება გამარჯვებული და მათ გადაეცემათ თასები, წიგნები და სერტიფიკატები. ამ შეჯიბრით, ინტელექტკლუბი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უცხოელი და ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას და საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. თამაშის რედაქტორი: ბაკურ ხუბულავა, სპიკერი: ეთერ ხანჯალიაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება