კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ „შრომის სამართლის“ ტრენინგკურსზე. კურსი გათვალისწინებულია იურისტებისთვის, HR პროფესიონალებისთვის, მეწარმეებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელებისა და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებით დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისთვის.
ტრენინგკურსის ფარგლებში განხილული იქნება შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული პრაქტიკული ქეისები, ასევე შრომის სამართლის სფეროს უახლესი ცვლილებები, მიდგომები და პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზები.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ და შეძლებს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას პრაქტიკაში.
ტრენერი: ნინო ჯოლია - PhD, LLM - საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის „გრანთ თორნთონ“ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, ეკონომიკის დოქტორი, 15+ წლიანი გამოცდილებით ბიზნეს სამართალში.
სრული პროფილი: https://www.linkedin.com/in/ninojolia
ტრენინგის შინაარსი
I დღე - 2 საათი
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
II დღე - 2 საათი
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
III დღე - 2 საათი
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
IV დღე - 2 საათი
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
V დღე - 2 საათი
პრაქტიკული და რეალური ქეისების განხილვა, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი.
შემაჯამებელი დისკუსია
ტრენინგის დეტალები:
ტრენინგის ფორმატი: პირისპირი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საათი (სულ 5 მოდული; თითოეული მოდულის ხანგრძლივობა-2 საათი)
თარიღები: 3,5,6,10,13 მაისი (19:00 – 21:00 სთ)
ღირებულება - 220 ლარი
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
(ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის/კომპანიის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში).
გაიცემა ტრენინგკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/WHH8JyxxjVsz4Nw36
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 29 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება