„დასაქმების მასშტაბური კამპანია სტუდენტებისთვის - ექთნების დასაქმებისა და განვითარების ახალი შესაძლებლობა“.
4 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ონლაინ შეხვედრა გაიმართება „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმომადგენელთან.
სპიკერი: თეონა ეძგვერაძე- „ევექსი ჰოსპიტლების“ კულტურისა და ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, რეკრუტერი.
„ევექსი ჰოსპიტლების“ წარმომადგენელი შეხვედრის ფარგლებში უპასუხებს სტუდენტთა კითხვებს და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
ევექსის ჰოსპიტლების ქსელში დასაქმებისა და 18 ჰოსპიტალში როტაციის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით;
ექთნის როლის აღიარებისა და დაფასების კამპანია;
კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი შესაძლებლობა;
მტკიცებულებებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებული უწყვეტი განათლება;
კომპანიის შიდა დაწინაურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
გადამზადება სერვისისა და კომუნიკაციის ნაწილში;
ფინანსური სამოტივაციო სქემა და სტაბილური ანაზღაურება;
ბენეფიტების პაკეტი დასაქმებული ექთნებისთვის.
იხილეთ დასწრების ბმული: https://forms.gle/xxSKJmSq45xM3z9Q6
მიიღეთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა ევექსის ჰოსპიტლებში!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება