საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებული რამოდენიმე კვლევა იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება ტარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციის „ადამიანის უფლებების მიღწევები და გამოწვევების“ ფარგლებში.
დღის წესრიგი:
14.00- მისალმება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი;
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
14.10 - 14.30 - ,,დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების ასახვის ტენდენციები ეროვნულ კანონმდებლობაში“ - ნათია ჯუღელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის უფროსი კონსულტანტი;
ელ.ღვინჯილია - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის მთავარი კონსულტანტი.
14.30 - 14.45 - ,,საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა“ - მარინა კვაჭაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
14.45 - 15.00- მოსამართლის როლი არასრუწლოვანთა საქმეების განხილვისას - გულიკო მჭედლიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის კონსულტანტი;
ნიკა დატეშიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელი.
15.00 - 15.20- დისკუსია
15.20 - 15.50- უნივერსიტეტის წარმომადგენლები/ სტუდენტთა დაჯილდოება
15.50 - 16.00 - შეხვედრის შეჯამება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება