კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში (შიაულიაი, ლიტვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი);
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1;
დაფინანსება - სრული (მგზავრობა, დაზღვევა, ცხოვრება).
მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 25 ნოემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე irs@ciu.edu.ge უნდა გამოაგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
სოციალური აქტივობები;
საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბოლო სემესტრის აკადემიური მიღწევები.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება