საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია კსუში ჩატარდება 30 ნოემბერს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია თემაზე:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა “
საქართველო, თბილისი 2019 წელი 30 ნოემბერი
სამუშაო ენა: ქართული
მიზნები:
- საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- სკოლის მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითრება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყალიბების მიზნით;
- ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქმიანობის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, გამოცდილების გაზიარება;
- თემა და სკოლა - პრაქტიკის გაზიარება;
- საჯარო სკოლის მართვაში ტექნოლოგიების გამოყენება;
- ადმინისტრაციის როლი სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაში;
- დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში;
- დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი სწავლებისა და სწავლის მაღალი პროფესიული სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების პროცესში;
- სკოლის მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა;
- უსაფრთხო სკოლა - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები;
- ბულინგი სკოლაში - ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მიერ დროული პრევენციის მაგალითების გაზიარება.
მოთხოვნები:
- კონფერენციის მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია - 10 წუთი, დებატები - 5 წუთი;
- მუშაობა გაიმართება ერთიან შეხვედრებსა და პარალელურ სექციებში;
- იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წარმოადგენს ერთზე მეტ ნაშრომს, უპირატესობა მიენიჭება კონფერენციის კონცეფციასთან მიახლოებულ მაღალი სტანდარტის ნამუშევარს;
- თანაავტორობის (არაუმეტეს 2 პირი) შემთხვევაში ნაშრომს წარმოადგენს მხოლოდ ერთი მონაწილე; დაბეჭდილ თეზისებში სრულყოფილად იქნება მითითებული თანაავტორები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს,
- სკოლის დირექტორებს;
- ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების კურსდამამთავრებლებს;
- განათლების მართვის ექსპერტებს, რომლებიც იკვლევენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას კონფერენციის მიზნებიდან და ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე.
შენიშვნები:
- კონფერენციის თემატიკა შეუზღუდავია კონფერენციის მიზნებიდან და ჩამოთვლილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე;
- კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის (თეზისი, პირადი მონაცემები - შევსებული ანკეტა) მქონე აპლიკანტი;
- სრული ნაშრომის წინასწარ გადმოგზავნა სავალდებულო არ არის.
თეზისი და სრული ნაშრომი უნდა შესრულდეს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
- თეზისში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელწოდება, საკითხის ფორმულირება, აქტუალურობა, კვლევის სიახლე, მიზნები, ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულება და პრაქტიკული გამოყენება.
- თეზისი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 500 სიტყვისგან.
- საკითხის აქტუალურობა (რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული საკითხი განათლების სისტემისთვის. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კვლევები, ანგარიშები, რეკომენდაციები და ა.შ.);
- თემის ინოვაციურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- ნაშრომის სიახლე და პოტენციური წვლილი არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში;
- ნაშრომის ტექნიკური გამართულობა (აბსტრაქტი დაწერილი უნდა იყოს აკადემიური ენით, სათაური უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს, აბსტრაქტის შემადგენელი ნაწილები ლოგიკურად უნდა ებმოდეს ერთმანეთს).
- თეზისისა და სრული ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტის შრიფტი - Sylfaen; ზომები - ნაშრომის სახელწოდება - 14 Bold, ძირითადი ტექსტი - 12, ინტერვალი - 1.5;
- კონფერენციის სრულ ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს თეზისში მოცემული საკითხების ვრცელი ვერსია და გამოყენებული ლიტერატურა.
კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
01.11.2019 - კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა;
12.11.2019 - აპლიკანტები მიიღებენ თეზისების განხილვის შედეგებს;
30.11.2019 - კონფერენციის გახსნა.
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ დანართად (დანართი N 1)
შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
teachersconference@ciu.edu.ge