საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ორგანიზებით 15, 16, 17 ივლისს კსუ-ს სააქტო დარბაზში (ოთახი 305) ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა/კონფერენცია დერმატოლოგიაში, განსაკუთრებული ფოკუსით ფსიქოდერმატოლოგიაზე.
სკოლას გაუძღვება პროფესორი იაცეკ შჩეპიეტოვსკი - ევროპის დერმატოლოგიისა და ფსიქიატრიის საზოგადოების პრეზიდენტი, მრავალი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი.
სამიზნე აუდიტორია: ექიმი დერმატო-ვენეროლოგები, ალერგოლოგები, დერმატო-ვენეროლოგიის, ალერგოლოგიის პროგრამის რეზიდენტები.
სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული
სკოლის მიზანია: გააცნოს პრაქტიკოს ექიმებს განახლებული ინფორმაცია კანის ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე; მათი თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე; დერმატოლოგიური პაციენტის ფსიქო-ემოციური სტატუსის მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მეთოდებზე.
სკოლის შედეგი: მსმენელს შეეძლება მოახდინოს მიღებული ცოდნის პირდაპირი ტრანსლაცია პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც დაეხმარება მას უფრო ეფექტურად მართოს კანის ძირითადი ქრონიკული დაავადებები და გაზარდოს პაციენტების კმაყოფილება.
სკოლის მიმოხილვითი პროგრამა:
I დღე (15.07) - ფსორიაზი
II დღე (16.07) - ატოპიური დერმატიტი
III დღე (17.07) - აკნე, როზაცეა, ჰიდრადენიტი
სკოლის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი/ვორკშოპი, ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევების განხილვით.
ჩარგლის ქუჩა N 73 (საკონფერენციო ოთახი N 305)
დასაწყისი 15:00 საათი
რეგისტრაციისათვის გადადით ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeGz0G0CzRy2BPFi_stKW8XQ9YGqS8CDrfH6B51qFxGVIogbA/viewform
კონფერენციაზე რეგისტრაციის/ბანკეტის თანხა უნდა გადაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი - „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია
მიმღების ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000495698000
გადახდისას აუცილებელია მიუთითოთ დანიშნულებაში: თქვენი გვარი, სახელი, და ფრაზა „ზაფხულის სკოლა/კონფერენციაზე რეგისტრაციის/ბანკეტის გადასახადი“
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება