12 მაისს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” - დასკვნითი დღის ღონისძიებები გაიმართა.
კონფერენციის ქართველი და უცხოელი მონაწილეები თელავში, იყალთოს ქვევრის პირველ სკოლა აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქვევრის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც დაათვალიერეს. აკადემიის შემეცნებითი ტურის შემდეგ, კონფერენციის ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა მეღვინეობა-მევენახეობის დარგში სხვადასხვა მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს ურთიერთგამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ღვინის დეგუსტაციაც შედგა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 9-12 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, რომელიც მოიცავს ქართული მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. წარმოდგენილი იყო საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მეღვინეობა-მევენახეობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება