კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ( ეთერ ჩაჩუა, ვიქტორია ბუცხრიკიძე, ნინა ინასარიძე, მარიამ გერლანი, ქრისტინე ხუჯაძე, ტერეზა ასათიანი) ინიციატივითა და სამართლის ფაკულტეტის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, პროექტ - ,, იმიტირეული სასამართლო პროცესების“ ფარგლებში, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
ლექცია სამართლის მაგისტრმა, ყოფილმა პროკურორმა და მოქმედმა ადვოკატმა, საადვოკატო კომპანია „თქვენი ადვოკატის“ ადვოკატმა - ნიკა სადრაძემ ჩაატარა.
მომხსენებელმა იმიტირებული სასამართლო პროცესის დროს ადვოკატის როლზე, მის უნარ-ჩვევებზე, ნაფიც მსაჯულებთან ურთიერთობასა და პროცესის მსვლელობისას მათი ემოციური ფონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტის მონაწილე სტუდენტებს, ნიკა სადრაძემ თავისი გამოცდილება გაუზიარა და კონკრეტული საქმეების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სტუდენტებმა მომხსენებელს იმ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვეს დამატებითი კითხვები, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, ოთხი იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება, რომლებიც - 24 ნოემბერსა და 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება