14 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლონელი პროფესორის, პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის პრჟემისლავ ჟურავსკის საჯარო ლექცია, თემაზე: „ევროატლანტიკური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები და ნატოს გაფართოების სტრატეგია 21-ე საუკუნეში: პოლონეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ - გაიმართა.
პროფესორმა თავის მოხსენებაში ძირითადი ყურადღება ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა. ისაუბრა უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც გარდა ეკონომიკური დატვირთვისა, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე. ისაუბრა პოლონეთის როლზე ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ფორმირებაში და და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე.
ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტები თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც პროფესორისგან საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ღონისძიება კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას მოდერატორობით გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება