29 სექტემბერს მსოფლიოს იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც მსოფლიო გულის ფედერაციის წევრები არიან - გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოს გულის ფონდშიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებით აღნიშნეს, მათ შორის - სპორტული და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით.
აღსანიშნავია, რომ გულის ფონდის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის - თამარ ვახტანგაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებიც ჩაერთნენ.
გულის მსოფლიო დღის აღნიშვნის უმთავრესი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მედიცინის უახლესი მიღწევების მოსახლეობისათვის გაცნობა და რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა. გულის დღის დევიზი გახლავთ - "გული ჯანმრთელობისთვის".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გულისა და გულ-ფილტვის ასოციაციების საპატიო წევრი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი - მერაბ მამაცაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება