16 იანვარს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა, ორი საჯარო ლექცია მოისმინეს.
დამსწრე აუდიტორიის წინაშე, ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სიცოცხლის მეცნიერებების სკოლის ბიოსამედიცინო მეცნიერებების კურსის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ნინო ფორაქიშვილი წარსდგა, რომელმაც საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია - სწავლება კლინიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით" ("Chronic lymphocytic leukaemia - a case study”) ჩაატარა.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნულ ლექციას ორი მთავარი მიზანი ჰქონდა: პირველ რიგში სტუდენტებსა და შეკრებილ აუდიტორიას ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის ახალი სამკურნალო საშუალებებისა და ამ დაავადების თანამედროვე მიდგომების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია, ასევე საჯარო ლექციის ფორმატი - კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მოდელით გახლდათ ჩატარებული. (CBL - Case Based Learning )
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასთან, კსუ-ს აფილირებული პროფესორი დიდი ბრიტანეთიდან, ცნობილი მეცნიერი და იმუნოლოგი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ბიომედიცინის განყოფილების მიწვეული პროფესორი - პიტერ ლიდიარდი წარსდგა. მისი მოხსენების თემა, გახლდათ - ,,ყველაზე მნიშვნელოვანი და კვლევის პროცესში არსებული თანამედროვე თერაპიული მიდგომები - პერსონალური ხედვა” (“Exciting Current and Developing approaches to New Therapeutic Agents - a personal view”).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება