კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას კსუ-ს მხრიდან რექტორი - კახაბერ კორძაია, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე და კარიერული განვითარების სამსახურის წარმომადგენლები - ნანა გადელია და სოფიო გორდელაძე ესწრებოდნენ.
მემორანდუმის ძირითადი მიზანია, თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომობის განვითარება/გაფართოება, არსებული მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაცია და სტუდენტების ინტეგრირება სამუზეუმო სივრცეში, სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა;
აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება უზრუნველყოფს:
სტუდენტების ჩართვას შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში და მათ ინტეგრირებას სამუზეუმო განათლებაში;
ხელს შეუწყობს სასწავლო პრაქტიკის გავლას და არსებული სტაჟირების პროგრამაში ჩართვას დადგენილი წესის ფარგლებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება