21 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას; საერთო ინტერესების სფეროში საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფას მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; სტუდენტების პროფესიული მომზადების მხარდაჭერას.
კსუ-ს ასისტენტის, ლევან ნიკოლეიშვილის ინიციატივით გაფორმებულ მემორანდუმს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტმა, დავით ტაკიძემ მოაწერეს ხელი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება