19 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი ეწვია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს - კახაბერ კორძაიას შეხვდა.
ელჩმა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი სხვადასხვა ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციაც ჩაატარა თემით: რატომ ევროკავშირი და როგორ შეიცვალა ლიეტუვა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ? (Why EU and how Lithuania changed after becoming part of EU).
გიედრიუს პუოჯუნასმა, 2004 წლის 1 მაისიდან დღემდე მიღწეულ წარმატებებზე, ეკონომიკურ ზრდასა და პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მიაღწია.
ძლიერი და მზარდი ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით GDP -ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) გაზრდილი მონაცემი, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი ძვრები მეცნიერებასა და განათლებაში - ეს ის არსებული მიღწევებია, რაც საქართველში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის თქმით, მათ ქვეყანაში ფიქსირდება.
ელჩმა ევროკავშირში გაწევრიანების სხვა სიკეთეებიც მიმოიხილა, მათ შორის:
შეხვედრის მეორე ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ელჩს, დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება